ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

„უკრაინა - ევროკავშირი, თანამედროვე ტექნოლოგიები, ეკონომიკა და სამართალი“

სურათი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ბადრი გეჩბაიამ I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციაში „უკრაინა - ევროკავშირი, თანამედროვე ტექნოლოგიები, ეკონომიკა და სამართალი“ მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მიშელ ბალუდანსკის აკადემიურ საზოგადოებასა და ჩერნიგოვის ეროვნულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულება ითვალისწინებს Erasmus+ის პროგრამის ფარგლებში სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას.

ოთხდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში  ჩერნიგოვის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (უკრაინა), მიშელ ბალუდანსკის აკადემიური საზოგადოების (სლოვაკეთი) სლოვაკეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტი ტუზლა (ბოსნია–ჰერცოგოვინა); ბულგარეთის ეკონომიკური აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა