ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

შეხვედრა თიბისი ბანკთან

სურათი

ფინანსების, აღრიცხვისა და აუდიტის დეპარტამენტის ინიციატივით სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით „თიბისი ბანკი კონსტანტას“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან.„თიბისი ბანკი კონსტანტას“ მენეჯერმა ნეკა გიორგიძემ სტუდენტებს  გამოცდილება გაუზიარა,  თიბისი ბანკის ისტორია, მისია, მიზანი გააცნო და ახალგაზრდებს შესთავაზა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დასაქმების პერსპექტივით. დაიგეგმა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და „თიბისი ბანკ კონსტანტას“  ერთობლივი პროექტების განხორციელება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა