ქ. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და განხორცილებული პროგრამები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრის ფარგლებში ქ. ბათუმის მერიასა და ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები მერიის შესაბამის სამსახურებში გაივლიან სტაჟირებას, ხოლო უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების პროფესორები, მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ. ფაკულტეტი ასევე მონაწილეობას მიიღებს მერიის მერ ჩატარებულ სოციალურ კვლევებში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ქ. ბათუმის მერმა სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.
უკან |