ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის სპეციალობის მე-IV კურსის სტუდენტი აჩიკო დიასამიძე კრივში აჭარის ჩემპიონი გახდა. მუხრან ვახტანგაძის სახელობის ღია პირველობა კრივში სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩატარდა და მასში 80-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ფინალში აჩიკო დიასამიძემ 70კგ. წონით კატეგორიაში ნიკოლოზ აბუსერიძე დაამარცხა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს აჩიკო დიასამიძეს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.
უკან |