ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

”ინვესტიციების ეკონომიკური ეფექტიანობა და პოლიტიკური მნიშვნელობა”

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს  ქალაქ ბაქოში გამართულ ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 92 წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში - ”ინვესტიციების ეკონომიკური ეფექტიანობა და პოლიტიკური მნიშვნელობა”. პროფესორმა გელა მამულაძემ პროფესორმა ასიე ცინცაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი აბუსელიძემ ასოცირებულმა პროფესორმა ლელა ონიანმა და ასისტენტ-პროფესორმა რამინ ცინარიძემ ხუთდღიან საერთაშორისო სესიაზე მოხსენებები წარადგინეს ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე. კონფერენციის დასასრულს დაიგეგმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაქოს ბიზნესის უნივერსიტეტის  ერთობლივი პროექტების განხორციელება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა