ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და დამსაქმებლების მორიგი შეხვედრა გაიმართა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურმა პერსონალმა ღონისძიებაზე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების (ეკონომიკა, მარკეტინგი, მენეჯმენტი, საბუღალტრო და საგადასახადო საქმე, ფინანსები) მიზანი, ამოცანები და სწავლის შედეგები განიხილა. სხვადასხვა კომპანიისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოსაზრებები წარმოადგინეს სწავლის შედეგების პრაქტიკასთან კიდევ უფრო დაახლოების თვალსაზრისით და დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები.
უკან |