ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

საჯარო ლექცია ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კიროვოგრადის (უკრაინა) ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა გალინა კუზმენკომ  საჯარო ლექცია გამართა. მოხსენების თემა  ,,ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საერთაშორისო სააქციო საზოგადოება „უგრას“ მაგალითზე, გზა წარმატებისაკენ’’ იყო.

მომხსენებელმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობაში მიღებული კონკრეტული მიღწევები და შედეგები გააცნო. ასევე, ყურადღება გაამახვილა საკადრო პოლიტიკის ძირითად პრინციპებსა და სამომავლო გეგმებზე.

გალინა კუზმენკოს საჯარო ლექცია კიროვოგრადის ეროვნულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და ბსუ-ს შორის 2013 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა