იურიდიული ფაკულტეტი

შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე

სურათი

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ, ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს უფროსმა მარიამ ჯაჯანიძემ და სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან შუბაშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე შეხვედრა გამართეს. ღონისძიების მონაწილეებმა სოციალური და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების დამოკიდებულებაზე ისაუბრეს, სახელმწიფოს მზარდი სოციალური პასუხისმგებლობა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის კონტექსტში და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების განხორციელების გათვალისწინებით სოციალური უფლებების რეალიზების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

ღონისძიება პროექტის  „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (FWMI) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.  
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა