იურიდიული ფაკულტეტი

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს საჯარო ლექცია მიეძღვნა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული საჯარო ლექცია თემაზე: „ოჯახში ძალადობა“. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს გააცნეს ოჯახური ნიშნით ჩადენილი დანაშაულის აღმოფხვრაზე ორიენტირებული საქართველოს პროკურატურის სტრატეგია და სტატისტიკური ინფორმაცია აჭარის რეგიონში ოჯახური ნიშნით ჩადენილი დანაშაულის შესახებ. ღონისძიების ფარგლებში ასევე შედგა საქართველოს პროკურატურის სტაჟირების სისტემის წარდგენა. პროკურორებმა მომავალ სამართალდამცავებს სტაჟიორთა მიღების წესსა და საქართველოს პროკურატურის საქმიანობის სპეციფიკაზე ესაუბრენ. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა