იურიდიული ფაკულტეტი

სამოქალაქო განათლების კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობა“ პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

სურათი

იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო განათლების კურსის ,,დემოკრატია და მოქალაქეობა“ სტუდენტების პროექტების პრეზენტაცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსი ბსუ-ში ამერიკული სამთავრობო ორგანიზაციების USAID-სა და IEFS-ს მხარდაჭერით 5 წელზე მეტია დაინერგა და მიზნად ისახავს სტუდენტთა ჩართულობას საზოგადოებრივი ამოცანების გადაწყვეტაში. დღემდე სასწავლო კურსის ფარგლებში განხორციელდა 300-ზე მეტი სოციალური და საქველმოქმედო პროექტი.

2017-2018 სასწავლო წელს სტუდენტებმა 30 პროექტი განახორციელეს ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: უსინათლოთათვის აუდიო წიგნების ჩაწერა, სისხლის ბანკების შევსება, ძალადობის (ბულინგის) წინააღმდეგ ტრეინინგების ჩატარება სკოლებში, აქციები ერას მოედანზე,  არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა და გრანტის მოპოვება, ერთი ყავა=ერთ სიკეთეს (თანხის მოზიდვა და ,,ოცნების ქალაქში" მცხოვრები მიუსაფარი პირების მდგომარების შემსუბუქება და სხვა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა