სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

კონფლიქტების ინსტიტუციონალურად ორიენტირებული შესწავლა

სურათი
2016 წლის 1 თებერვლიდან 5 თებერვლის ჩათვლით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩატარდა  სემინარი პროექტით ICCS (კონფლიქტების ინსტიტუციონალურად ორიენტირებული შესწავლა), რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.
 
სემინარი რამდენიმე ნაწილისაგან შედგებოდა: ლექცია, ჯგუფში მუშაობა და  პრეზენტაციები.  პროექტის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს თეორიული მასალა  დაურიგდა.
 
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტუდენტებმა აღნიშნული პროექტის მიმართ მაღალი ინტერესი გამოიჩინეს და პროექტის ორგანიზატორებისა და ტრენერების უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს. 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა