სამეცნიერო კვლევები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ცვალებადი პოლიტიკურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური ლანდშაფტი და მისი გავლენა ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე“

მიმდინარე წლის 11-12 ივლისს კავკასიის უნივერსიტეტი გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „ცვალებადი პოლიტიკურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური ლანდშაფტი და მისი გავლენა ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე“.

კონფერენციის მიზანია გააერთიანოს ნაშრომები, რომლებიც შეეხება თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ გამოწვევებს. კონფერენციის ფარგლებში იგეგმება 20-მდე გამოცდილი და ახალგაზრდა მეცნიერის მონაწილეობა. ვინაიდან კონფერენციის თემატიკა ინტერდისციპლინურია და მოწოდებულია შეაფასოს პოლიტიკურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციული პროცესების გავლენა ქვეყნის სტატუსსა და კონკურენტუნარიანობაზე რეგიონულ და საერთაშორისო სისტემაში, ღონისძიების სამეცნიერო კომიტეტი განიხილავს საკონფერენციო ნაშრომებს, რომლებიც მეთოდოლოგიურად წარმოადგენენ შემთხვევის შესწავლას (ე. წ. Case Study) ან / და შედარებით კვლევას (ე. წ. Comparative Research) და მოიცავენ პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური განვითარების თეორიულ (მეორადი წყაროების კვლევა - ე. წ. Desk Research), ემპირიულ (პირველწყაროების - თვისებრივი / რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი), მეთოდოლოგიურ (სარეკომენდაციო - ე. წ. Advocacy Research Paper) საკითხებს.

აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადაა - 10 მაისი, 2019 წელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ბმული


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა