სამეცნიერო კვლევები

ქართული წარმოების ზოგიერთი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის კვლევა ადგილობრივ ბაზარზე

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ასოცირებულიპროფესორი ბადრი გეჩბაია

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: პროფესორი გელა მამულაძე, ასოც. პროფესორი პაატა აროშიძე , ასისტენტ პროფესორი ნანული მახარაძე, სტუდენტები:მირზა სუქნიშვილი,მარიზა დუმბაძე,ეკატერინე ჯინჭარაძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2019 წ.

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:

ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებისათვის, ასევე სოციალური პრობლემების მოგვარებისა და   ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზაციის შენარჩუნებისათვის, ერთ-ერთ ღონისძიებას წარმოადგენს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ამაღლება.

კვლევის მიზნებია:

-           შეფასდება    ქართული    წარმოების    პროდუქციის    კონკურენტუნარიანობაზე    მოქმედი ფაქტორები - შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით: ბაზრის წილი, ფასი, განმასხვავებელი ფაქტორები, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების დონე, კონკურენციის სიმწვავე, კლიენტთა კონცენტრაცია, იმიჯი;

-           გამოვლინდება   ის   ხელშემშლელი   ფაქტორები,   რომელიც   აბრკოლებს   ადგილობრივ ბაზარზე სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდას - ფაქტორების გამოვლენა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით: საკანონმდებლო ფაქტორები, საგადასახადო ფაქტორები, ფინანსური ფაქტორები, სუბიექტური ფაქტორები;

-     განისაზღვრება  ქართული  პროდუქციის  საფასო  ცვლილება  სეზონურ  და  არასეზონურ

პერიოდში - საფასო ცვლილების შესწავლა მოხდება შემდეგ ეტაპებად: მარტი-მაისი (როცა პროდუქციაზე მოთხოვნას აყალიბებს მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებელი), ივნისი- სექტემბერი  (როცა  ტურისტული  სეზონი  ძალაშია  შესული  დ  მოთხოვნა  ყალიბდება როგორც ადგილობრივი მომხმარებლის, ისე ტურისტების მიერ), ოქტომბერი-ნოემბერი (როგორ მოხდება ფასების ცვლილება ამ ეტაპზე);

-     განისაზღვრება სამამულო პროდუქციის მოთხოვნის ცვლილება სეზონურ და არასეზონურ

პერიოდში - მოთხოვნის ცვლილების შესწავლა მოხდება შემდეგ ეტაპებად: მარტი-მაისი (როცა პროდუქციაზე მოთხოვნას აყალიბებს მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებელი), ივნისი-სექტემბერი (როცა ტურისტული სეზონი ძალაშია შესული დ მოთხოვნა ყალიბდება როგორც ადგილობრივი მომხმარებლის, ისე ტურისტების მიერ), ოქტომბერი-ნოემბერი (როგორ მოხდება ფასების ცვლილება ამ ეტაპზე);

 

-           განისაზღვრება   სამამულო   პროდუქციის   ელასტიურობის   კოეფიციენტი   -   მოთხოვნის ცვლილებისა და ფასების ცვლილების მიხედვით დადგინდება სხვადასხვა პროდუქციის ელასტიურობის კოეფიციენტი.

ამოცანები:

-           ქართული    პროდუქციის    კონკურენტუნარიანობის    განსაზღვრისათვის    გამოკითხული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა-გამოკითხვის პერიოდი 2019 წლის მარტი-მაისი, ასევე უცხოელი ტურისტები, რომლებიც გამოიკითხებიან 2019 წლის ივლის-სექტემბერში;

-     ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად;

-           შესწავლილ  იქნება  სხვადასხვა  პროდუქციის  ფასები  ბათუმის  აგრარულ  ბაზარსა  და ბათუმში მოქმედ სუპერამარკეტებში: ამ ამოცანის შესრულება საშუალებას მოგვცემს განისაზღვროს  საშუალო  ფასი,  რომელიც  გაანგარიშებულ  იქნება  აგრარული  ბაზრის, პატარა მაღაზიისა და სუპერმარკეტების ფასების მიხედვით;

 

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კვლევის მოსალოდნელი შედეგის ძირითად სამეცნიერო ღირებულებას წარმოადგენს:

-           ასეთი კვლევა ცალკეული პროდუქციის მიხედვით საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა და პირველია თავისი მნიშვნელობით;

-     ადგილობრივი  პროდუქციის  კონკურენტუნარიანობა  შეფასდება  ერთდროულად  შვიდი

         კრიტერიუმის მიხედვით: პროდუქციის ბაზრის წილი, ფასი, განმასხვავებელი ფაქტორები


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა