სამეცნიერო კვლევები

„რა იგებს არჩევნებს საქართველოში”

სამეცნიერო პროექტის დასახელება: „რა იგებს არჩევნებს საქართველოში”

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფინდი ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, დოქტ. რუსლან ბარამიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ინგლისური ენის მოწვეული მასწავლებელი დოქტ. მაია ბოლქვაძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2019-2021 წლები

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: პროექტი ითვალისწინებს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში შედეგებით პირველი ორი კანდიდატის ყველა წინასაარჩევნო მიმართვების (პოლიტიკური დისკურსი), სხვა თანამდევი მასალების, პოსტსაარჩევნო აქტივობებისა და დაინტერესებული ჯგუფებზე ზემოქმედების პრაქტიკების შესწავლას. წარმოდგენილი პროექტი ორ მიზანს აერთიანებს: ა. წარმოაჩინოს საარჩევნო სტრატეგიებში წარმატების განმსაზღვრელი მოდელები და ლეგიტამაციის უზრუნველყოფის / შენარჩუნების პრაქტიკები. ბ. ხელი შუწყოს პოლიტიკური დისკურსის დისციპლინათაშორის კრიტიკულ კვლევას.

პროექტის ძირითადი ობიექტის - საარჩევნო ტექსტებისა და პრაქტიკების - კვლევა ძირითადად არსებული ტექსტების, პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტების ანალიზისა და ინტერვიურების მეშვეობით მოხდება. თუმცა ყურადღება ასევე გამახვილდება სხვადასხვა კვლევებში ასახულ ცნობებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე.

საგრანტო პროექტი საარჩევნო პოლიტიკური დისკურსის და პოლიტიკური პრაქტიკების კვლევას არა მარტო საქართველოს პრეზიდენტების არჩევნების საფუძველზე გეგმავს, არამედ ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში არსებულ პრაქტიკებთანაც შედარებას. ამ მიზნით პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მკვლევარები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, რომლებიც კვლევით ჯგუფს მიაწოდებენ შესადარებელ მასალას.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტის მიმდინარეობისას განხორციელდება სამუშაო შეხვედრები პროექტის უცხოელ კონსულტანტებთან. პროექტის შედეგები ასახული იქნება შესაბამის სტატიებსა და მოხსენებებში (მათ შორის რეცენზირებად, რეიტინგულ გამოცემებში) და დასკვნით ნაშრომში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა