სამეცნიერო კვლევები

„უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

სურათი

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებშიც აცხადებს კონკურსს. პროგრამა ითვალისწინებს  სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას, უცხოენოვანი სამეცნიერო სახელმძღვანელოს, ლიტერატურის თარგმნა/ბეჭდვას, სეზონური სკოლისა და კონფერენციის ორგანიზება. ქვეპროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადად განისაზღვრა შემდეგი თარიღები.

 

კონფერენციის მოწყობისა და  სეზონური სკოლის ორგანიზების კომპონენტები: 2022 წლის 15 თებერვლიდან - 31 მარტის დღის 16:00 სთ-მდე.

უცხოენოვანი სამეცნიერო სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა/ბეჭდვა და სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის კომპონენტები:  2022 წლის 15 თებერვლიდან  - 15 აპრილის დღის 16:00 სთ-მდე.

დეტალური ინფორმაცია „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის შესახებ იხილეთ შემდეგ მისამართზე:

http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?pid=1406&gid=6&ppid=12#.YgtsLd9ByUk

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა