სამეცნიერო კვლევები

პროექტი „სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი“

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის” თბილისის ოფისთან თანამშრომლობით აგრძელებს პროექტს ახალგაზრდა მკვლევრებისათვის სახელწოდებით „სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი“. საგრანტო პროექტის მიზანია ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობა, სამხრეთ კავკასიაში არსებული ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემოს შესახებ პოლიტიკის მემორანდუმის ან პოლიტიკის ნარკვევის შემუშავების მიზნით. პროექტის ფარგლებში ორ-ორი ახალგაზრდა მკვლევარი შეირჩევა საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

  შერჩევის კრიტერიუმებია:

  1. მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში, საერთაშორისო ურთიერთობებში, ან სხვა სოციალური მეცნიერებების დისციპლინაში. პრიორიტეტი მიენიჭება დოქტორანტებსა და დოქტორებს.
  2. ასაკი- 35 წლამდე.
  3. ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა.
  4. ბრწყინვალე წერითი, ანალიტიკური უნარები, ასევე კრიტიკული აზროვნება.
  5. კარგი ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
  6. ინტერესი და ცოდნა სამხრეთ კავკასიის რეგიონული პოლიტიკის შესახებ და სასურველია ჰქონდეს ამასთან დაკავშირებული პუბლიკაციები.

 

საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ინგლისურ ენაზე სალომე კანდელაკთან ელექტრონული ფოსტით მისამართზე kandelaki@gip.ge, 2022 წლის 16 მარტამდე.

დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული: https://gip.ge/call-for-young-researchers-from-georgia-armenia-and-azerbaijan-on-the-geopolitical-shifts-in-the-south-caucasus-region-2/

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა