სამეცნიერო კვლევები

პროგრამა MSCA4Ukraine-ს მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი

სურათი

გამოცხადდა Horizon Europe-ს Programme MSCA4Ukraine-ს (მარი სკლადოვსკა კიურის მხარდამჭერი აქტივობა უკრაინისთვის) მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი. პროექტის მიზანია უკრაინელ მკვლევართა ხელშეწყობა, მათი კარიერული განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ევროკავშირსა და უკრაინაში კვლევებისა და ინოვაციების კოორდინაცია და რეინტეგრირება. MSCA4Ukraine სტიპენდიები გაიცემა კვლევისა და ინოვაციების ყველა სფეროსთვის.

კონკურსი დაწყების  თარიღი: 24.10.2022

დედლაინი: ფონდის ამოწურვამდე (2023 წლის იანვარი)

განცხადების ატვირთვა შემდეგ შესაძლებელია ონლაინ პორტალზე: https://www.sareurope.eu/msca4ukraine

განაცხადები წარდგენილი უნდა იყოს პოტენციური მასპინძელი ორგანიზაციების მიერ უკრაინიდან დევნილი მკვლევრ(ებ)ის სახელით. მასპინძელი ორგანიზაციები შეიძლება იყვნენ აკადემიური ან არააკადემიური ორგანიზაციები ევროკავშირის ნებისმიერ წევრ ქვეყანაში ან ჰორიზონტ ევროპის ასოცირებულ ქვეყანაში (2021 წლიდან საქართველო ჰორიზონტ ევროპასთან ასოცირებული ქვეყანაა).

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: https://sareurope.eu/msca4ukraine/information-for-applicants/

ასევე ეწვიოთ Horizon Europe-ის საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისს (ბსუ, მეორე კორპუსი, ოთახი #129).

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა