სამეცნიერო კვლევები

მცირე და საშუალო ბიზნესის (SMEs) გაციფრულების პროცესი საქართველოში - ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება კონკურენტუნარიანობის, ეფექტიანობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად

სამეცნიერო პროექტის დასახელებამცირე და საშუალო ბიზნესის (SMEs) გაციფრულების პროცესი საქართველოში - ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება კონკურენტუნარიანობის, ეფექტიანობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად

გრანტის დაფინანსების წყარო: დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსი 2025 (PHDF-2025)

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ბადრი გეჩბაია, პროფესორი  

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: გიორგი აბაშიძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  6 თვე

პროექტის მიზანიამოცანები და აქტუალობა:

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მცირე და საშუალო ბიზნესის (მსბ) განვითარებაზე. მსბ წარმოადგენს ეროვნული ეკონომიკის ხერხემალს, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის მწარმოებლურობაზე, მშპ-სა და დასაქმების ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე, ინკლუზიურ ზრდასა და სოციალურ კეთილდღეობაზე. მსბ-ის განვითარება ეკონომიკას მოქნილსა და მანევრირებადს ხდის, უზრუნველყოფს საზოგადოების სამეწარმეო უნარის ამოქმედებასა და ქვეყნის მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს. ასევე, მსბ ხელს უწყობს საზოგადოებაში საშუალო კლასის ფორმირებას, რაც მოსახლეობის დასაქმებისა და ეკონომიკის სტაბილურობის საფუძველია. შესაბამისად, კვლევის აქტუალობა განპირობებულია როგორც გლობალური ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციებით, ისე საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევებით.

მოცემული ფაქტორების გათვალისწინებით პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პროცესის კომპლექსური ანალიზი, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვასა და  მსბ-ის ეკონომიკურ მაჩვენებლებს შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების შესწავლა და რაოდენობრივი შეფასება. აღნიშნული მიზნების მისაღწევად პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მსბ-ს გაციფრულების არსებულის დონის შესწავლა, ბარიერებისა და მამოძრავებელი ფაქტორების იდენტიფიცირება, აღნიშნული მიმართულებით წარმატებული მაგალითებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა