სამეცნიერო პროექტის დასახელება: MR-25-154 Rhoddoendron L. გვარის შერჩეული სახეობების ბიოლოგირად აქტიური ნაერთების შესწავლა აჭარის ფლორის მაგალითზე
გრანტის დაფინანსების წყარო: სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ალეკო კალანდია, საბუნების მეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორი
სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: სალომე გოგიტიძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის სამაგისტრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტი
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 25.12. 2025-25.07.2026
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:კვლევის მიზანია საქართველოში გავრცელებული როდოდენდრონის სახეობების (Rhododendron L.) ქიმიური შედგენილობის შესწავლა, ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების იდენტიფიკაცია, პრეპარატების მიღების ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება; ნედლეულისა და მიღებული პრეპარატების შესწავლა UPLC-PDA-MS, HPLC, GC მეთოდების გამოყენებით; ბიოლოგიურად აქტიური ინდივიდუალური ნაერთების იდენტიფიცირება და რაოდენობრივი შემცველობის შესწავლა; პრეპარატების გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; მიღებული შედეგების პუბლიკაცია და სამაგისტრო ნაშრომის დაცვა
პროექტის საბოლოო მიზნის მისაღწევად შესასრულებელია შემდეგი ამოცანები:
1. მონაცემთა ბაზის შექმნა; ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების კვლევა თანამედროვე ფიზიკოქიმიური მეთოდებით;
2. ნედლეულის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების შესწავლა;
3. მიღებული ექსტრაქტების და პრეპარატების ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების იდენტიფიკაცია და რაოდენობრივი შემცველობის დადგენა; ბიოლოგიური აქტიურობის სკრინინგი და გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
4. ნედლეულისა გადამუშავების ტექნოლოგიური რეჟიმების ოპტიმიზაცია;
5. საბოლოო მოსალოდნელი შედეგი: სამაგისტრო ნაშრომის დაცვა, ერთ ადგილობრივ და ერთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა, ერთი სტატიის წარდგენა/გამოქვეყნება მაღალ რეიტინგულ ჟურნალში.
წარმოდგენილი მეთოდოლოგია სრულად შეესაბამება პროექტის მიზანს - ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების აღმოჩენა, ეკოლოგიურად უსაფრთხო („მწვანე“) ტექნოლოგიების განვითარება და მიღებული შედეგების მეცნიერული შეფასება. მეთოდოლოგია უზრუნველყოფს როგორც Rhododendron-ის ბუნებრივი რესურსის რაციონალურ გამოყენებას, ისე ინოვაციური, დამატებული ღირებულების მქონე პროდუქტის მიღებას.
| უკან |
