სამეცნიერო პროექტის დასახელება: MR-25-156 კაკალი(ლათ. Juglans regia), უმწიფარი ნაყოფის ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა კვლევა და გადამუშავების კომპლექსური ტექნოლოგია
გრანტის დაფინანსების წყარო: სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: მაია ვანიძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორი
სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: მირანდა პაქსაძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის სამაგისტრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტი
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 25.12. 2025-25.07.2026
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: კვლევის მიზანია საქართველოში გავრცელებული კაკლის უმწიფარი ნაყოფის ქიმიური შედგენილობის შესწავლა, იუგლონის მაქსიმალური რაოდენობის დაგროვების პერიოდის დადგენა და ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების მიღების ინოვაციური ტექნოლოგიის შემუშავება, დარჩენილი ანარჩენების გამოყენება კაკლის მურაბის და ჯემის წარმოებაში, ნედლეულის გამოყენება ვალორიზაციისა და ციკლური ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით, გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირება.
მიზნებიდან გამომდინარე შესასრულებელია შემდეგი ამოცანები და ეტაპები:
1. კვლევების გარშემო არსებული ინფორმაციის სრულყოფილად შეგროვება და დამუშავება;
2. კაკლის უმწიფარ ნაყოფის საერთო ფენოლების, ფენოლკარბონმჟავების, კატექინების რაოდენობრივი და ანტიოქსიდანტური აქტივობის განსაზღვრა.
-კაკლის უმწიფარ ნაყოფში იუგლონის და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების კვლევა ქრომატოგრაფიული მეთოდების გამოყენებით;
-იდენტიფიცირებული ნაერთების რაოდენობრივი ანალიზი;
3. იუგლონის და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ექსტრაქციის, გასუფთავების და პრეპარატის მიღების პროცესის ოპტიმიზაცია;
-პრეპარატის მიღების შემდგომი ანარჩენის ანალიზი (იუგლონის და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრა);
-ანარჩენის გადამუშავება კაკლის მურაბის და ჯემის მისაღებად;
4.კაკლის უმწიფარ ნაყოფის გადამუშავების ტექნოლოგიური სქემის შედგენა;
-მიღებული პროდუქტების ანალიზი;
-მიღებული პრეპარატების ქრომატოგრაფიული ანალიზი და ბიოლოგიური აქტოვობის დადგენა;
კვლევები ჩატარდება კაკლის უმწიფარ ნაყოფში , რომელიც სიმწიფის სხვადასხვა სტადიაზე იყო აღებული და ინახება ცალ-ცალკე საყინილეში და 2026 წლის გაზაფხულზე აღებულ ახალ ნედლეუში;
5. საბოლოო მოსალოდნელი შედეგი: სამაგისტრო ნაშრომის დაცვა, ერთ ადგილობრივ და ერთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა, ერთი სტატიის წარდგენა/გამოქვეყნება მაღალ რეიტინგულ ჟურნალში.
| უკან |
