ინფორმაცია საერთაშორისო პროექტის შესახებ
AGRICOOP — BSB01005
პროექტის სახელწოდება:
ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პრაქტიკის გზით თანამშრომლობა კლიმატის ცვლილებისა და ინვაზიური სახეობების წინააღმდეგ საბრძოლველად, მდგრადი და გამძლე სოფლის მეურნეობისათვის.
Cooperation through Tech-Based Practices to Struggle Invasive Species and Climate Change for a Sustainable and Resilient Agriculture.
აკრონიმი: AGRICOOP; კოდი: BSB01005; პროგრამა: Interreg VI-B NEXT Black Sea Basin Programme.
პროექტის ხელმძღვანელი:
პროექტის წამყვანი პარტნიორი/კოორდინატორი: ტრაპზონის სასაქონლო ბირჟა / Trabzon Commodity Exchange (TCE), თურქეთი.
ბსუ-ს მხრიდან პროექტის კოორდინატორი: ასოცირებული პროფესორი გუგული დუმბაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU), PP3.
პროექტის საერთო ბიუჯეტი:
506,548.00 ევრო.
ფონდიდან მოთხოვნილი თანხა:
Interreg Funds — 455,893.20 ევრო, რაც პროექტის საერთო ბიუჯეტის 90%-ს შეადგენს.
ბსუ-ს პარტნიორული ბიუჯეტი — 110,628.00 ევრო; მათ შორის Interreg Funds — 99,565.20 ევრო და ბსუ-ს თანადაფინანსება — 11,062.80 ევრო.
პროექტის ხანგრძლივობა:
18 თვე; განხორციელების პერიოდი: 24.12.2025–24.06.2027.
პროექტის საერთო მიზანი:
პროექტის საერთო მიზანია შავი ზღვის აუზის ქვეყნებში მდგრადი და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესება ინვაზიური უცხო სახეობების (IAS) ადრეული გამოვლენის, მონიტორინგისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის/კონტროლის მეთოდების შემუშავების გზით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ერთობლივი გადაწყვეტილებებისა და საპილოტე ქმედებების განხორციელებას, დაინტერესებულ მხარეთა შორის ცოდნის გაცვლის გაძლიერებას, ტექნოლოგიური სისტემების — CPDS სადგურებისა და MAPPEST მობილური აპლიკაციის — პრაქტიკაში ინტეგრირებას და ფერმერთა/ინსტიტუციების ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით.
საკვლევი არეალი:
შავი ზღვის აუზის პარტნიორი ქვეყნების აგრარული რეგიონები: თურქეთი, საქართველო და ბულგარეთი. საქართველოს შემთხვევაში ძირითადი აქცენტი კეთდება აჭარის რეგიონზე და ბსუ-ს მიერ განსაზღვრულ საპილოტე აგროარეალებზე — ქობულეთი, ხელვაჩაური და ბათუმის ადმინისტრაციული/პერიურბანული ზონა. კვლევა შეეხება კლიმატის ცვლილებითა და ინვაზიური მავნებლებით რისკის ქვეშ მყოფ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, განსაკუთრებით მანდარინს, თხილს, მოცვსა და კივის.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის შედეგად მომზადდება პარტნიორ ქვეყნებში გავრცელებული და პოტენციურად შემოსაჭრელი ინვაზიური უცხო სახეობების კვლევითი ანგარიში, შეფასდება მათი ზეგავლენა აგროკულტურებზე, შეიქმნება და დაინერგება MAPPEST მობილური აპლიკაცია, დამონტაჟდება CPDS კლიმატისა და მავნებლების აღმოჩენის სადგურები, შემუშავდება IAS-ის სიმჭიდროვისა და გავრცელების რუკები, განხორციელდება საველე საპილოტე ქმედებები, ჩატარდება ფერმერთა და დაინტერესებულ მხარეთა ტრენინგები/სემინარები და ორგანიზებული იქნება საერთაშორისო ფორუმი კლიმატის ცვლილებისა და აგრომავნებლების გავლენის საკითხებზე.
აქტივობები:
- A1.1 — IAS-ის იდენტიფიკაცია და რისკების/ზეგავლენის შეფასება: ლიტერატურული, ანგარიშგებითი და საველე მონაცემების შეგროვება, ფერმერთა/სტეიქჰოლდერთა გამოკითხვები, პრიორიტეტული აგროკულტურების შერჩევა და რისკების შეფასება. აქტივობის ლიდერია ბსუ (BSU).
- A1.2 — კონტროლის ინსტრუმენტებისა და მეთოდების შემუშავება/ტესტირება: პრევენციული ზომების, საუკეთესო პრაქტიკებისა და მექანიკურ-ბიოტექნიკური კონტროლის მიდგომების შეფასება საპილოტე ლოკაციებზე.
- A1.3 — CPDS სადგურების დანერგვა: საპილოტე რეგიონების შერჩევა, კლიმატისა და მავნებლების მონიტორინგის სადგურების შესყიდვა/ინსტალაცია და მომხმარებელთა ონლაინ-ტრენინგი.
- A1.4 — MAPPEST აპლიკაციის შექმნა: ინვაზიური სახეობების ფოტოდაფიქსირების, რეპორტინგის, რუკირების, მონაცემთა ინტეგრაციისა და ადრეული გაფრთხილების ტექნოლოგიური მექანიზმის განვითარება.
- A1.5 — სამიზნე ჯგუფების შესაძლებლობებისა და ცნობიერების ამაღლება: სასწავლო მოდულების მომზადება, ფერმერთა ტრენინგები, ჰიბრიდული სემინარები, საინფორმაციო მასალები, ბროშურები და ვიდეოები.
- A1.6 — საერთაშორისო ფორუმი: პროექტის შედეგების, მეთოდოლოგიისა და საუკეთესო პრაქტიკის გავრცელება საერთაშორისო დონეზე.
სამიზნე ჯგუფები:
- უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები;
- ფერმერები და ფერმერული კოოპერატივები/ასოციაციები, განსაკუთრებით კლიმატური რისკებისა და ინვაზიური მავნებლების გავლენის ქვეშ მყოფ აგრარულ რეგიონებში;
- სოფლის მეურნეობის პალატები, სავაჭრო/სასაქონლო ბირჟები, სექტორული ასოციაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები;
- ადგილობრივი და რეგიონული საჯარო უწყებები, სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი სტრუქტურები;
- ადგილობრივი მოსახლეობა და ფართო საზოგადოება, რომლებიც სარგებელს მიიღებენ მდგრადი აგროსისტემებისა და ეკოსისტემაზე დაფუძნებული მიდგომების გაძლიერებით.
პროექტის შედეგები:
პროექტი უზრუნველყოფს ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მონიტორინგისა და ადრეული რეაგირების სისტემის ჩამოყალიბებას, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერებას, ინვაზიური სახეობების წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი მეთოდოლოგიის განვითარებას და ფერმერთა პრაქტიკული ცოდნის ზრდას. პროექტის შედეგები მიმართულია როგორც სამეცნიერო-კვლევითი და ინსტიტუციური კოორდინაციის, ისე სოფლის მეურნეობის მდგრადობისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გაძლიერებისკენ.
შედეგი 1
MAPPEST მობილური აპლიკაციისა და CPDS სადგურების გამოყენებით შეიქმნება ინვაზიური უცხო სახეობების აღმოჩენის, მონაცემთა შეგროვების, რუკირების და ადრეული გაფრთხილების პრაქტიკული მექანიზმი, რომელიც ფერმერებსა და ინსტიტუციებს დაეხმარება მავნებლების დროულ იდენტიფიკაციასა და რეაგირებაში.
შედეგი 2
პარტნიორ ქვეყნებში გაძლიერდება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, მომზადდება კვლევითი და მეთოდოლოგიური ანგარიშები, განხორციელდება ფერმერთა/სტეიქჰოლდერთა ტრენინგები და გავრცელდება ერთობლივად შემუშავებული ცოდნა ინვაზიური მავნებლების მართვისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის შესახებ.
საბოლოო შედეგი:
შავი ზღვის აუზის პარტნიორ რეგიონებში გაძლიერდება მდგრადი, გამძლე და ტექნოლოგიურად მხარდაჭერილი სოფლის მეურნეობის პრაქტიკა; გაიზრდება აგრარული სექტორის მზადყოფნა ინვაზიური უცხო სახეობებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების მიმართ; შეიქმნება ადაპტირებადი მოდელი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება სხვა რისკის ქვეშ მყოფ აგრარულ ტერიტორიებზე.
მდგრადობის ეფექტიანობა:
პროექტის მდგრადობა უზრუნველყოფილი იქნება რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული მექანიზმით: MAPPEST აპლიკაციისა და CPDS სადგურების გამოყენების გაგრძელებით პროექტის დასრულების შემდეგ; ფერმერთა და ინსტიტუციური პერსონალის გადამზადებით; ბსუ-სა და პარტნიორი ორგანიზაციების სამეცნიერო-პრაქტიკული თანამშრომლობის შენარჩუნებით; მონაცემთა ბაზებისა და გავრცელების რუკების შემდგომი განახლებით; ტრენინგ-მასალებისა და მეთოდოლოგიური ანგარიშების საჯარო გამოყენებით. მიღებული ცოდნა და ტექნოლოგიური ინსტრუმენტები ხელს შეუწყობს გრძელვადიან აგროეკოლოგიურ უსაფრთხოებას, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და რეგიონულ დონეზე მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებას.
| უკან |
