სამეცნიერო კვლევები

გარემოს ქიმიური და რადიაციული დაბინძურება ქალაქ ბათუმში

სამეცნიერო პროექტი – გარემოს ქიმიური და რადიაციული დაბინძურება ქალაქ ბათუმში (SC/66/9-240/14)

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი -  ასისტენტ პროფესორი   გუგული დუმბაძე

სამეცნიერო პროექტის თანახელმძღვანელი - ქ. ბათუმის მე–14 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ლეილა მამინაიშვილი

სამეცნიერო პროექტის ასისტენტი  -   ეკოლოგიის სპეციალობის მე–4 კ. სტუდენტი  თამარ შერვაშიძე 

სამეცნიერო პროექტის დაფინანსების წყარო -  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის შესრულების ადგილლი - ქალაქ ბათუმის №14 საჯარო სკოლა

პროექტის განხორციელების ვადა -  2015 წ.

სამეცნიერო პროექტის მიზანი - მოსწავლეთა მომზადება და აღჭურვა  გარემოსდაცვითი ცოდნით, უნარ-ჩვევებითა და მდგრადი გარემოსდაცვითი განწყობა-დამოკიდებულებებით

სამეცნიერო პროექტის ამოცანები:

• ქ. ბათუმში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში, საერთო რადიაციული ფონის შესწავლა და  ანალიზი;
• ქ. ბათუმში ატმოსფერული ჰაერის შედგენილობის ცვლილების ანალიზი ბოლო 10 წლის განმავლობაში; ჰაერის დამბინძურებელი ძირითადი წყაროების გამოვლენა;
• ქ. ბათუმში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მდგომარეობის კვლევა პორტატული აპარატით და შედეგების ანალიზი;
• შავ ზღვაში ჩამდინარე, ქალაქ ბათუმში გამავალი, დაბინძურებული მცირე მდინარეების – მეჯინისწყლისა და ბარცხანას დამაბინძურებელი წყაროებისა და დაბინძურების ხარისხის კვლევა და ანალიზი;
• ჩამდინარე წყლების ადლიის გამწმენდი ნაგებობის მუშაობის პრინციპის გაცნობა; ნახმარი და გაწმენდილი წყლების ქიმიური ანალიზი;
• მოსწავლეთა მომზადება და აღჭურვა შესაბამისი გარემოსდაცვითი ცოდნით, უნარ-ჩვევებითა და მდგრადი გარემოსდაცვითი განწყობა-დამოკიდებულებებით.

პროექტის კვლევის ობიექტი:
• ქ. ბათუმის მიმდებარე შავი ზღვის სანაპირო ზოლი, შენობა–ნაგებობები, მათი სარდაფები;
• ქ. ბათუმში ატმოსფერული ჰაერი, მისი დამაბინძურებლები;
• მცირე ზომის მდინარეები – მეჯინისწყალი და ბარცხანა, მათგან აღებული წყალი;
• ჩამდინარე და გაწმენდილი წყალი ადლიის ჩამდინარე წყლების ნაგებობაში


სამეცნიერო პროექტის შედეგები:

მოეწყო ექსპედიცია დაწყებული მდ.  ბარხცანიდან, შავი ზღვის სანაპიროს გავლით მდ. ჭოროხის დელტამდე,  თვით ქალაქის შიგა დაბინძურებული ადგილების, ბათუმის ნაგავსაყრელის ტერიტორიის, ასევე, მდ. ჭოროხის გასწვრივ, ხელვაჩაურის რაიონში, სოფ. ერგეს ჩათვლით.პერმანენტულად ხდებოდა დამაბინძურებელი წყაროების (ტრანსპორტი, ავტოსამრეცხაოები და სხვ.) აღრიცხვა.

მოეწყო პრეზენტაცია  საჯარო სკოლის საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეებთან  გარემოს ქიმიური და რადიაციული დაბინძურების შესახებ. დამაბინძურებელ ნივთიერებათა ადამიანის ორგანიზმში შესაძლო შეღწევისა და ზემოქმედების, მოსალოდნელი რისკების შესახებ.

განხორციელდა რადიაციული დაბინძურების ფონის გამოკვლევა             რადიაციული ფონის საკვლევი აპარატის – „срп-ს“ გამოყენებით,  შავი ზღვის აჭარის სანაპირო  ზოლში (სარფი–გონიო–ახალსოფელი–ყოფილი სამხედრო პოლიგონი–აეროპორტი, ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია – ქ. ბათუმი შენობა–ნაგებობები, სარდაფები–უნივერსიტეტი,ბულვარი .

მოეწყო ექსპედიციები მდ. მეჯინისწყლისა და ბარცხანას დაბინძურების მდგომარების გამოსაკვლევად მათი სათავეებიდან ზღვასთან შესართავამდე. განხორციელდა აღებული წყლის ქიმიური ანალიზი.
მოეწყო ექსპედიცია ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობაში, ჯგუფი გაეცნო ნაგებობის მუშაობის პრინციპს, მათთან ერთად აღებული იქნა ნაგებობაში შემავალი და გამავალი (გაწმენდილი) წყალი. მათივე მონაწილეობით განხორციელდა წყლის ანალიზი.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად მოეწყო ექსპედიცია ქ. ბათუმის სხვადასხვა ადგილას, აეროპორტისა და ხელვაჩაურის მიდამოებში, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგისათვის. სამუშაო ჯგუფი გაეცნო ჰაერის სინჯის შემოწმების პორტატული აპარატის მუშაობის პრინციპს, მათივე მონაწილეობით   საწარმოების სიახლოვეს მოხდა, ჰაერის სინჯების აღება და ანალიზი, შედეგების შეჯამება.

მოსწავლეთა მიერ შეირჩა მათ მიერ გადაღებული სურათები ფოტოსესიისათვის, როგორც სუფთა ბათუმის, ბუნების პეიზაჟების, ისე დაბინძურებული გარემოსა და დამბინძურებელი წყაროების ამსახველი. შერჩეული სურათებით გაკეთდა ფოტოსტენდი “ჩვენ ბუნებაში ვართ, იგი ჩვენშია. მკვდარიც მისნი ვართ და ცოცხალნიც“ /ვაჟა/.
მოსწავლეთა მიერ მომზადდა პრეზენტაციები და ისინი განხილული იქნა 12 მაისს სკოლაში მოწყობილ შემაჯამებელ კონფერენციაზე.

საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ბსუ სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის მიერ ორგანიზებულ მე–3 სამეცნიერო კონფერენციის „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“  საბუნებისმეტყველო სექციაში. მომზადდა სამუშაო პროცესების ამსახველი 2 პოსტერი.

მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ ინტერესი საბუნებისმეტყველო მეცნიერებისადმი, შეიძინეს გარემოსდაცვითი ცოდნა, უნარ–ჩვევები და მდგრადი გარემოსდაცვითი განწყობა–დამოკიდებულებები.

მიღებული შთაბეჭდილებების, ცოდნის გაზიარება გარემოს დაბინძურების, დამაბინძურებელი წყაროებისა თუ ნივთიერებების შესახებ, გარკვეულწილად აამაღლებს მოზარდებში  ეკოლოგიური ცნობიერების დონეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა