სამეცნიერო კვლევები

ქართველ მუსლიმთა მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა თურქეთში

სამეცნიერო პროექტი - ქართველ მუსლიმთა მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა თურქეთში

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი -  ასოცირებული  პროფესორი ზაზა შაშიკაძე 

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრი
სამეცნიერო  პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიეროპროექტის მიზანი - ქართული მემკვიდრეობის უცნობი ძეგლების წარმოჩენა, რომელიც ქართველმა მუსლიმებმა შექმნეს მოყოლებული XVII საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისამდე და ამჟამად თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს. პროექტი, რომელიც ქართული მუსლიმური კულტურული მემკვიდრეობის კვლევას ითვალისწინებდეს თურქეთის ტერიტორიაზე მანამდე არ განხორციელებულა. კვლევები გამყარებულია წყაროთმცოდნეობითი  ბაზით.

ზემოხსენებული კვლევა გულისმობს არსებული საისტორიო წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზთან ერთად კომპლექსური მივლინებებისა და ექსპედიციების მოწყობას თურქეთის რესპუბლიკაში, კერძოდ, არქივებისა და წიგნთსაცავებში გამოვლენილი მასალის დამუშავებასთან ერთად მოეწყო რამდენიმე საველე ექსპედიცია ართვინილ ილში. ექსპედიციები გულისხმობდა კონკრეტული ძეგლების აღწერას, აზომვას, ვიდეო და ფოტო გადაღებას და მასთან დაკავშირებული ისტორიების შეკრებას.

პროექტზე მუშაობენ: 1. ზაზა შაშიკაძე - საგრანტო პროექტის მეცნიერ-ხელმძღვანელი, ბსუ ასოცირებული პროფესორი; 2. მირიან მახარაძე - საგრანტო პროექტის მონაწილე, თსუ ასოცირებული პროფესორი;  3. რუსლან ბარამიძე-საგრანტო პროექტის მონაწილე, ისტორიის აკადემიური დოქტორი, ბსუ ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 4. გიორგი მახარაშვილი - ფოლკლორისტი, ფილოლოგიის დოქტორი, 5. ნინო სურმავა დამხმარე პერსონალი.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა