სამეცნიერო კვლევები

საქართველოს ს/მ ინტესიფიკაციის ამაღლების მიზნით მაღალინტენსიური სუბტროპიკული კულტურების ციტრუსების (მანდარინი, ფორთოხალი), კივისა და ბერძნული კაკლის სარგავი მასალის გამოყვანის ტექნოლოგიების დანერგვა-გავრცელება

სამეცნიერო პროექტი - საქართველოს ს/მ ინტესიფიკაციის ამაღლების მიზნით მაღალინტენსიური სუბტროპიკული კულტურების ციტრუსების (მანდარინი,  ფორთოხალი), კივისა და ბერძნული კაკლის სარგავი მასალის გამოყვანის ტექნოლოგიების დანერგვა-გავრცელება

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - პროფესორი ვანო პაპუნიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები - პროფესორი დავით ბარათაშვილი,ბ. ფერცელიძე, ნ. ბერიძე, ე. მაჭუტაძე.

სამეცნიერო  პროექტის დაფინანსების წყარო - საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2003-2004 წწ.

სამეცნიერო პროექტის მიზანი  - კივის (ჰაივარდის ჯიშის), ციტრუსის სხვადასხვა ჯიშისა და  ჩვეულებრივი კაკლის ელიტური სარგავი მასალის შექმნა და აჭარის რეგიონში ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტის ფერმერთათვის უსასყიდლოდ გადაცემა. მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით  ფერმერთა სწავლება კონსულტირება.

სამეცნიერო პროექტის შედეგი:

  • გამოყვანილი იქნა ლიმონის, ფორთოხლის, კივის ( ჯიში ჰაივარდი), ჩვეულებრივი კაკლის 10000 -მდე ელიტური სარგავი მასალა;
  • სარგავი მასალა უსასყიდლოდ გადაეცათ ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტის ფერმერებს;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფ-ახალსოფელში და ქედის მუნიციპალიტეტში სოფ-მახუნცეთში გაშენდა კაკლის სადემონსტრაციო ბაღები;
  • გრანტის ფარგლებში გამოცემული იქნა ბროშურა: ,,კაკლის სარგავი მასალის გამოყვანის აგროტექნიკური წესები“. 

გამოცემულია  შემდეგი მონოგრაფიები:

1. ,,მუტაციური ცვალებადობის თავისებურებანი ჩაის მცენარეში „გამომც. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, 2009 წელი, 244 გვ.
ანოტაცია: ნაშრომში განხილულია სპონტანური და ინდუცირებული მუტაციური ცვალებადობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები ჩაის მცენარეში. მასში მოცემულია 30-წლიანი კვლევის შედეგების მეცნიერული ანალიზი, თვალსაჩინოებისა და კვლევის მეთოდების ფართო სპექტრის გამოყენებით. მონოგრაფიაში ფართოდ არის განხილული ეკოლოგიური ფაქტორების (მათ შორის ანთროპოგენული) როლის შეფასებას, როგორც ჩაის მცენარის, ასევე ზოგადად ბიოცენოზების ცვალებადობაში უჯრედისა და ორგანიზმის დონეზე.

2. ,,ნარინჯოვანთა ბიოლოგიური მრავალფეროვნება და გენეტიკური  რესურსები საქართველოში“ -„გამომც. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, 2016 წელი, 406გვ.

ანოტაცია - მონოგრაფიაში განხილულია საქართველოში არსებული ნარინჯოვანთა გენეტიკური კოლექციების დღევანდელი მდგომარეობა, მეციტრუსეობის დარგის რეაბილიტაციის პერსპექტივები. მასში მოტანილია ასევე მონაცემები მსოფლიოში გავრცელებული ნარინჯოვანთა ჯიშების, ჰიბრიდების და ველური სახეობების მრავალფეროვნებისა და მათი ბოტანიკურ-სისტემატიკური ანალიზი. მონოგრაფიაში ვრცლად არის განხილული და გაანალიზებული ნარინჯოვანთა იშვიათი სახეობებისა და ჯიშების კონსერვაციის მიმართულებით ჩატარებული სამუშაოები. თემატიკის ირგვლივ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებულია სამეცნიერო სტატიები;

3   ,,კივი (გამრავლებისა და მოვლა მოყვანის მეცნიერული და პრაქტიკული რეკომენდაციები).„გამომც. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, 2009 წელი, 52გვ.

ანოტაცია - ნაშრომში ასახულია რეგიონისათვის ჯერ კიდევ არატრადიციული კულტურის ჩინური აქტინიდიის (კივის) ზრდა_განვითარების გამრავლების ბიოლოგიური თავი­სებუ­რებანი და აჭარის რეგიონში მისი გავრცელების პერსპექტივები. მასში აღწერილია კივის მოვლა-მოყვანისა და გამრავლების პრაქტიკული რეკომენდაციები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა