გამოცხადდა კონკურსი ეიფელის სტიპენდიაზე - 2020. განაცხადების მიღება 2019 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო და 2020 წლის 9 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება უნივერსიტეტებისათვის, დაინტერესებული კანდიდატები კი სასურველ უმაღლეს დაწესებულებას უნდა დაუკავშირდნენ
ნოემბრის თვის განმავლობაში.
ეიფელის სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტორო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვის მანძილზე) შემდეგი მიმართულებით:
- სამართალი;
- ეკონომიკა და მართვა;
- პოლიტიკური მეცნიერებები;
- საინჟინრო მეცნიერებები მაგისტრატურის საფეხურისათვის.
სტიპენდიები დოქტორანტებისათვის:
- საინჟინრო მეცნიერებები;
- ზუსტი მეცნიერებები;
- მათემატიკა;
- ფიზიკა;
- ნანო და ბიოტექნოლოგიები;
- დედამიწის და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები;
- ქიმია და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
- ინფორმაციისა და კომუნიკაციის მეცნიერებები და ტექნოლოგიები.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე:
https://www.campusfrance.org/en/eiffel-scholarship-program-of-excellence
იხილეთ პროგრამის დეტალური აღწერა და პირობები:
https://www.campusfrance.org/system/files/medias/documents/2019-10/vademecum_eiffel_2020_EN.pdf
უკან |