5 ნოემბერი 2019 წელი

გამოცხადდა კონკურსი ეიფელის სტიპენდიაზე - 2020. განაცხადების მიღება 2019 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო და 2020 წლის 9 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება უნივერსიტეტებისათვის, დაინტერესებული კანდიდატები კი სასურველ უმაღლეს დაწესებულებას უნდა დაუკავშირდნენ
ნოემბრის თვის განმავლობაში.
ეიფელის სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტორო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვის მანძილზე) შემდეგი მიმართულებით:
-
სამართალი;
-
ეკონომიკა და მართვა;
-
პოლიტიკური მეცნიერებები;
-
საინჟინრო მეცნიერებები მაგისტრატურის საფეხურისათვის.
სტიპენდიები დოქტორანტებისათვის:
-
საინჟინრო მეცნიერებები;
-
ზუსტი მეცნიერებები;
-
მათემატიკა;
-
ფიზიკა;
-
ნანო და ბიოტექნოლოგიები;
-
დედამიწის და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები;
-
ქიმია და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
-
ინფორმაციისა და კომუნიკაციის მეცნიერებები და ტექნოლოგიები.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე:
https://www.campusfrance.org/en/eiffel-scholarship-program-of-excellence
იხილეთ პროგრამის დეტალური აღწერა და პირობები:
https://www.campusfrance.org/system/files/medias/documents/2019-10/vademecum_eiffel_2020_EN.pdf