პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები

კურსის სახელწოდება: გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები

კურსის მოცულობა: 15 საათი

კურსის განხორციელებაში მონაწილე მასწავლებელები: ნინო ლომთათიძე - ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (CV თანდართული);

ნარგიზ ალასანია - ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი (CV თანდართული);

გუგული დუმბაძე - ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის  ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი (CV თანდართული);

კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა:

  • ზოგადი განათლების საფეხურის მასწავლებლები;
  • გარემოსდაცვითი ორგანიზაციების და ლაბორატორიის თანამშრომლები;
  • უსდ-ების სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომელთაც სურვილი აქვთ გაეცნონ გარემოსა და ადამიანის ურთიერთდამოკიდებულების თანამედროვე პორბლემებს;
  • გარემოსდაცვითი პრობლემებით დაინტერსებული არასამთავრობო ორგანიზაციები;

კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: უმაღლესი განათლება

კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები: მსმენელმა შეისწავლოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების პრობლემები,  ბუნებრივი რესურსები - ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ფლორაფაუნა. გაეცნოს ბუნებრივი რესურსების რაობას და მათ  კლასიფიკაციას.

   ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელი გააცნობიერებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების პრობლემებს, შეძლებს შეაფასოს ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობა გარემოს მდგრადი განვითარებისათვის.

მონაწილეთა შეფასების სისტემა: აქტიურობა, გარემოსდაცვითი განათლების პროპაგანდა,

 ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების შეფასება.

სერტიფიკატის მინიჭების მოთხოვნები: ტრენინგზე დასწრება

კურსზე რეგისტრაცია

  კურსის სტრუქტურა და შინაარსი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა