ქცევის სტრატეგიები კონფლიქტურ სიტუაციებში. განათლების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნატო შეროზია. სემინარის ჩატარების თარიღი-2018 წლის 21 ივნისი, საათი - 12.00, 59 აუდიტორია
21-ე საუკუნის დასაწყისის ახალგაზრდა თაობას საკმაოდ სწრაფი ცვლილებების გარემოცვაში უწევს ცხოვრება. ჩვენი სამყარო მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტექნოლოგიები და კაცობრიობა სულ უფრო სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ. ცხოვრების ასეთი რიტმით გამოწვეული სტრესი ართულებს ადამიანებს შორის კეთილგანწყობილ ურთიერთობებს და საზოგადოებრივი პრობლემების მატებასაც უწყობს ხელს. ასეთ გარემოში მოთმინებასა და ტოლერანტობასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ მეტი ცოდნა და უნარ-ჩვევებია საჭირო, რათა ეფექტურად გავუმკლავდეთ ჩვენს ირგვლივ არსებულ პრობლემებსა და კონფლიქტურ სიტუაციებს.
სრულად