სემინარები

"ალგორითმი და მისი გამოყენება" ასოცირებული პროფესორი იბრაიმ დიდმანიძე. 12.06.18 10 სთ. 408 ოთახი

ალგორითმი თანამედროვე მათემატიკის ფუნდამენტალური ცნებების რიცხვს მიეკუთვნება და იგი სპეციალური დისციპლინის – ალგორითმების თეორიის კვლევის ობიექტს წარმოადგენს.

ალგორითმის შედგენის პროცესს ალგორითმიზაციას უწოდებენ. ტერმინი ალგორითმი მე–9 საუკუნის ცნობილი უზბეკი მოაზროვნის მუხამედ ბენ მუსა ალ–ხორეზმის სახელის ლათინურ ტრანსკრიპციას უკავშირდება (Algorithimi).

ამჟამად, ტერმინი ალგორითმი სხვადასხვა სახის ცალკეული წესების საზოგადო სახელია და იგი შემდეგნაირად არის განმარტებული: ალგორითმი გარკვეულ მითითებათა სასრული მიმდევრობაა, რომლის შესრულება საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მოცემული ამოცანის ამონახსნი.

ალგორითმის გრაფიკულ გამოსახულებას ბლოკ–სქემა ეწოდება. ბლოკ–სქემის თითოეული შემადგენელი უბანი გარკვეული ფორმის გეომეტრიული ფიგურებით გამოისახება. თითოეულ ფიგურა გამოთვლების ერთ გარკვეულ ეტაპს აღნიშნავს და მას ბლოკს უწოდებენ.

გრაფთა თეორია თანამედროვე გამოყენებითი მათემატიკის ერთ-ერთი დარგია. იგი ისეთი ობიექტების ან პროცესების განზოგადოებულ მათემატიკურ მოდელს წარმოადგენს, რომელთა წარმოდგენა შეიძლება წერტილთა ერთობლიობით და ამ წერტილთა წყვილებს შორის გარკვეული მიმართების აღმნიშვნელი წირებით.

გრაფი - ეს არის  G=(V,E)  წყვილი, სადაც  V  არის წერტილთა სიმრავლე, ხოლო  E  არის იმ წერტილთა წყვილების შემაერთებელი წირების სიმრავლე.

მოყვანილია ალგორითმები გრაფებზე. განხილულია ოთხი ფერის პრობლემა გრაფში.

მოყვანილია ლოკალური ალგორითმები, განხილულია მათი გამოყენება პარალელური გამოთვლებისას

 მოცემულია ხოარის მეთოდი ალგორითმების პარალელური რეალიზებისას.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა