შემოთავაზებული ნაშრომი წარმოადგენს შეკუმშული ღეროების მდგრადობის პრობლემის გადაჭრის ახლებურ მიდგომებს მასალის მუშაობის დრეკად-პლასტიკურ არეში.
ჩატარებული ანალიზი გვიჩვენებს, რომ შენობა-ნაგებობების-კოლონები, სამანქანათმშენებლო მოწყობილობების საყრდენები, ნავთობისა და გაზის საბადოების საბურღი ღეროები, და სხვ., შეიძლება დაექვემდებარონ მდგრადობის დაკარგვის- გამობურცვის მნიშვნელოვან რისკს.
ნაშრომის მიზანი იყო ისეთი მიდგომების შემუშავება, რომელთა საშუალებითაც მოხდებოდა შეკუმშული ელემენტების მდგრადობის განსაზღვრა-დაზუსტება მასალის მუშაობის დრეკად-პლასტიკურ არეში.
შეკუმშული ელემენტების მდგრადობის პრობლემის შესწავლა დრეკად-პლასტიკურ არეში, მოხდა მდგრადობის თეორიის მიხედვით.
მხედველობაში იქნა მიღებული ენერგეტიკული მეთოდი; გათვალისწინებული იქნა ღეროს საწყისი ნაკლოვანებების პრინციპი;
ნაშრომში მოყვანილია მცდელობა საკითხის ორიგინალური მიდგომისა, რომლის საშუალებითაც მოხდა კრიტიკული ძაბვების მნიშვნელობების განსაზღვრა-დაზუსტება, ბიფურკაციული წერტილების მოძებნა, ექსპერიმენტული კვლევის შედეგებით დადგენილი მხები და ე. წ. ორმაგი მოდულების აპროქსიმაციის გზით.
შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, შემოთავაზებული მიდგომის უპირატესობა - ახალი კრიტიკული მრუდები განლაგდა კარმანისა და შენლის მრუდების ქვემოთ და მშენებლობის კოდების მიხედვით დადგენილი კრიტიკული მრუდების ზემოთ. ის ყველაზე მეტად დაუახლოვდა ექსპერიმენტული მონაცემებით მიღებულ შედეგებს, რაც ადასტურებს ახალი მიდგომის სისწორეს.
შემუშავდა დრეკად-პლასტიკურ არეში კრიტიკული ძაბვების განსაზღვრის ახალი მიდგომა, რომლის საშუალებითაც მოხდა კრიტიკული ძაბვებისა განსაზღვრა დაზუსტება;
მიღწეული იქნა ეკონომიკური ეფექტურობა;
შემუშავდა მიდგომა, რომლითაც გამოირიცხა კვეთში ნარჩენი დეფორმაციების არსებობა;
დადგინდა დრეკად-პლასტიკურ ზონებში გამობურცვის-ბიფურკაციის შესაძლო წერტილების ადგილები;
მოხდა კონსტრუქციის მასის შემცირება შესაბამისად CO2-ს ემისიის შემცირება და ენერგიის მოხმარების შემცირება;
მოხდა კონსტრუქციის საიმედოობის ამაღლება.
პრეზენტაციაუკან |