სოკ კოლექცია, რომელიც მიეკუთნება ფუზარიუმის Fusarium (Hypocreales) გვარს, ჩვენს მიერ პირველად არის გამოვლენილი პომიდორის Lycopersicum esculentum Mill (Solanaceae) ცოცხალ ფოთლებზე, ღეროზე, ფესვებზე და ნაყოფებზე. ფუზარიუმის ახალი სახეობა აღწერილია L. esculentum-ზე აჭარაში, საქართველო. Fusarium sp. ოთაnov. აღწერილია, ილისტრირებულია, დახასიათებულია და შედარებულია მონათესავე სახეობებთან.
ექსპერიმენტებით დაზუსტდა, რომ Fusarium sp. nov. თავისი სიპტომებით, მორფოლოგიურ – ანატომიური სტრუქტურით, აგრესიულობით და მიყენებული ზიანით მნიშვნელოვნად განსხვავდება Fusarium–ის სხვა წარმომადგენლებისაგან. მას შეუძლია ერთი დღე-ღამის განმავლობაში მთლიანად გაანადგუროს პომიდორის კულტურის ცალკეული ჯიშები ცალკეულ ნაკვეთში. დაავადება მცენარის ყვავილობიდან დაწყებული, მოსავლის აღებამდე იწვევს ფოთლების ხმობას, ნაყოფების ლპობას და მცენარის ნაადრევ ხმობას.
დაზუსტებულია დაავადების გავრცელების არეალი. საქართველოს გარდა დაავადება შემჩნეულია თურქეთის რესპუბლიკის ართვინის აგროცენოზებშიც.
ფუზარიუმის Fusarium–ის საწინაღმდეგოდ გამოყენებული ბრძოლის აგროტექნიკური, სანიტარულ–ჰიგიენური, ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა ღონისძიებებს შორის ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა ბიოლოგიური მეთოდი.
კლევებით დადგენილია ტრადიციულ მედიცინაში გამოყენებული ცალკეულ მცენარეთა ექსტრატების ეფექტურობა ფუზარიუმის წინააღმდეგ. დაზუსტდა, რომ ექსტრაქტები: Inula racemosa, Rubia coradifolia, Panax ginseng და Hippophae rhamnoides შეიძლება იყოს ქიმიური ფუნგიციდების ალტერნატიული წყარო Fusarium sp.nov-ს წინააღმდეგ.
გაირკვა, რომ მცენარეული ექსტრატების ანტისოკოვანი აქტიურობა დაკავშირებულია მცენარეთა სახეობაზე, მცენარის ვეგეტაციურ და გენერაციულ ორგანოებზე და გამოყენებული ექსტრატის კონცენტრაციაზე. მთლიანობაში დადგინდა, რომ ფესვებისაგან დამზადებული ექსტრატი უფრო მეტად ანტისოკოვან აქტიურობას ავლენს, ვიდრე ფოთლებისაგან მიღებული ექსტრაქტი, რაც მიანიშნებს ფესვებზე დაგროვილი მეტი რაოდენობით ანტიფუგიციდურ მასალაზე. ასევე გაირკვა რომ, რაც მაღალია ექსტრაქტის კონცენტრაცია, მით მეტია Fusarium sp.nov.-ის მიცელიუმის განადგურების ხარისხი.
შინაარსიუკან |