განხილულია ლოკალიზებული და კვაზილოკალიზებული ელექტრონული სპინების ანიზოტროპული ურთიერთქმედებების (ურთიერთქმედებები კრისტალურ ველთან და ძიალოშინსკი-მორიას) გავლენა სრული დამაგნიტების განივი მდგენელების რეგულარულ და არარეგულარულ (რელაქსაციურ) მოძრაობაზე.
ჩაწერილია და ამოხსნილია შესაბამისი განტოლებები. მიღებულია რეზონანსული სიხშირის წანაცვლების (რსწ) გამოსახულებები რელაქსაციის გათვალისწინებით სხვადასხვა შემთხვევებში.
მიღებულია რსწ-ს გარე სტატიკური მაგნიტური ველის ორიენტაციაზე დამოკიდებულებების გამოსახულებები.
მაგალითის სახით განხილულია La0.95Sr0.05MnO3 და KCuF3 შენაერთები.
აგებულია ხსენებული ნიმუშების სრული სპინის რსწ-ს კუთხური დამოკიდებულებების გრაფიკები ab, ac, bc კრისტალოგრაფიულ სიბრტყეებში.

უკან |