სემინარები

2020 წლის 21 თებერვალს ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მენეჯმენტის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ნინო დონდოლაძე, ჩაატარბს სემინარს, თემაზე: "შავი ზღვის სიღრმიდან გოგირდწყალბადის უსაფრთხო მოპოვების ტექნოლოგიების შესახებ" სემინარი ჩატარდება16.00 საათზე 410 აუდიტორიაში

განხილულია შავ ზღვაში არსებული გოგირდწყალბადის განაწილება ზღვის სიღრმის მიხედვით, მისი წარმოშობის წყაროები და უსაფრთხო მოპოვების ტექნოლოგიური სქემები

ცნობილია, რომ შავ ზღვაში 200 მ სიღრმიდან დაწყებული წყალი გაჯერებულია გოგირდ წყალბადით, რომლის კონცენტრაცია 1 კმ სიღრმემდე იზრდება 0 - დან 12 მგ/ლ - მდე, დაახლოებით 3....5 მგ/ლ სიღრმის ყოველ 300 მ-ზე (წნევის მომატებისას აირის ჯერადობა იზრდება). 1 კმ სიღრმის ქვემოთ გოგირდწყალბადის კონცენტრაცია ზღვის წყალში პრაქტიკულად უცვლელი რჩება და 10....12 მგ/ლ - ს შეადგენს.

არსებული მონაცემების მიხედვით გოგირდწყალბადის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 3,1 მილიარდ ტონას. ამასთან მისი ყოველწლიური მომატება 50 ... 80 მილიონ ტონას ფარგლებში მერყეობს.

შავი ზღვიდან გოგირდწყალბადის უსაფრთხო მოპოვების ტექნოლოგიის დამუშავება, მისი საწვავად გამოყენება ელექტროენერგიის მისაღებად ან წყალბადის გამოყოფის მიზნით, ორი ამოცანის გადაწყვეტის საშუალებას მოგვცემს: მივიღოთ ალტერნატიული მაღალკალორიული ენერგორესურსები და ამავდროულად გადავწყვიტოთ შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემა.

მოხსენებაში წარმოდგენილია შავი ზღვის სიღრმიდან გოგირდწყალბადის უსაფრთხო ამოღების ტექნოლოგიური სქემები, რომელიც მოითხოვს შესაბამის ლაბორატორიულ და საპილოტე ექსპერიმენტულ გამოკვლევას შემდგომი პრაქტიკული განხორციელების მიზნით. წარმოდგენილი მეთოდიკა მნიშვნელოვან ეკონომიურ და მატერიალურ ძალისხმევას მოითხოვს საერთაშორისო მეგობრობის დაინტერესებული ქვეყნებისა და განსაკუთრებით იმ ქვეყნებისა, რომლებიც განლაგებულია შავი ზღვის აუზში.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა