სემინარები

2020 წლის 28 თებერვალს 16.00 საათზე 410 აუდიტორიაში ჩატარდება ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტის სემინარი თემაზე: „ურთიერთგადამკვეთი კოჭოვანი საძირკვლების გაანგარიშება“ მომხს. პროფ. თ. ქიქავა

სუსტ და არაერთგვაროვან გრუნტებზე მშენებარე შენობა-ნაგებობების თანაბარი ჯდომების უზრუნველსაყოფად, ხშირ შემთხვევაში მათ საძირკვლებს აწყობენ ურთიერთგადამკვეთი კოჭებისგან.

შემოთავაზებულია ამ კოჭოვანი საძირკვლების გაანგარიშების მეთოდიკა. შედგენილია წრფივ განტოლებათა სისტემა უცნობი ძალების განსაზღვრის მიზნით, რომლებიც წარმოიქმნებიან კოჭების გადაკვეთის წერტილებში. ამის შემდეგ თითოეული საძირკვლის კოჭი, მასზე მოდებულ ძალებთან ერთად განიხილება და გაანგარიშდება დამოუკიდებლად, როგორც კოჭი მდებარე წრფივად-დეფორმირებად ფუძეზე. განხილულია კონკრეტული საინჟინრო ამოცანის გაანგარიშების მაგალითი. აგებულია მღუნავი მომენტების და გრუნტის რეაქციის ეპიურები, რომლებიც იძლევიან ნათელ წარმოდგენას საძირკვლების კოჭების რეალურ მუშაობაზე.

  სემინარი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა