მთელ მსოფლიოში საგანმანათლებლო ინოვაციები განიხილება, როგორც მთავარი პრიორიტეტი. საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობა და მრავალფეროვნება მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერნეტის საყოველთაო გავრცელების შემდეგ. თავდაპირველად ინტერნეტ პორტალები და ინსტრუმენტები უშუალოდ სასწავლო პროცესზე მორგებული არ იყო. განათლების სპეციალისტების მიერ ტექნოლოგიების ათვისებასთან ერთად, შეიქმნა უამრავი სასარგებლო რესურსი თუ საშუალება, რომელთა გამოყენება ყველა დაინტერესებულ მასწავლებელს შეუძლია. ზოგიერთი რესურსის ავტორი თავად მასწავლებლები და მოსწავლეები არიან.
თანამშრომლობითი სასწავლო პროცესის განსახორციელებლად ხშირად იყენებენ ბლოგებს-ინტერნეტ ელექტრონულ ჟურნალებს, რომლებიც ყველასათვის ხელმისაწვდომია. ამით შესაძლებელი ხდება ბლოგების გამოყენება სხვადასხვა სასწავლო აქტივობების დაგეგმვა-ჩატარებისას.
ბლოგი ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ შექმნილი ვებსაიტია. ეს არის: პედაგოგთა და მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობა, ექპერიმენტი და კვლევა, ურთიერთდახმარება, გამოცდილების გაზიარება და ა. შ., სასწავლო პროცესი გრძელდება დროის და სივრცის შეუზღუდავად, ხალისიანი, იოლად აღქმადი, თანამშრომლობითი გაკვეთილები ცვლიან დამოკიდებულებებს სწავლისადმი და ერთმანეთისადმი.
ბლოგი სწავლა-სწავლების უნივერსალური, ეფექტური საშუალებაა, კარგად დაგეგმილი სასწავლო პროცესი გულისხმობს სასწავლო რესურსების მოძიებას, მობილიზებას და შექმნას. მასწავლებელმა ისე უნდა დაგეგმოს სასწავლო პროცესი, რომ, ერთი მხრივ, იხელმძღვანელოს ეროვნული სასწავლო გეგმით და მეორე მხრივ, სასწავლო პროცესი იყოს საინტერესო, სახალისო, აქტიური და მრავალფეროვანი.
მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია ვებ-ტექნოლოგიების გლობალური ლიდერის, კომპანია Google-ის ბლოგების გენერატორი Blogger.com, სადაც ბლოგის შესაქმნელად საკმარისია Gmail ელექტრონული ფოსტის მისამართი, გავიაროთ ბლოგის შექმნის პროცედურა, ვმართოთ მასწავლებლის და მოსწავლის ვებსაიტები, მოხდეს პერსონალურად მორგება როგორც სტილში, ისე სტრუქტურასა და დიზაინში, დავამატოთ ტექსტი, თვალსაჩინოება, აუდიო და ვიდეო მასალა. ბლოგინგის პროგრამული უზრუნველყოფა ძალიან მარტივი, უფასო, მოქნილი და უსაფრთხოა.
ბლოგი მასწავლებლებს ეხმარება ცოდნისა და უნარების უკეთ შეფასებაში, სწავლების ახალი არატრადიციული მეთოდებისა და ფორმების მოძებნაში. ასევე კოლეგებთან თანამშრომლობის ხარისხის ზრდაში, ინოვაციების გაცნობასა და გაზიარებაში. სასწავლო თემის ირგვლივ დებატების ჩასატარებლად ინფორმაციის მოძიებასა და ელექტრონული პორტფოლიოს შექმნაში.
ბლოგი ეხმარება მოსწავლეებს ნასწავლი ინფორმაციის გააზრებასა თუ პირადი ჩანაწერებისათვის დავალებების შესასრულებაში. ემსახურება ცნობისმოყვარეობის ამაღლებას, ავითარებს მოსწავლის შემოქმედებით უნარებს, სწავლა ხდება მრავალფეროვანი, მონახონ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია. შეასრულონ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პრაქტიკული დავალებები, შეკითხვებით მიმართონ პედაგოგს და ოპერატიულად მიიღონ უკუკავშირი, კომენტარში ასახონ საკუთარი მოსაზრებები, შეფასებები და დაინახონ, რომ თითოეულის აზრი მნიშვნელოვანია. გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარები.
ამგვარად, ბლოგი სწავლა/სწავლებაში ციფრული წიგნიერების გადაკვეთის კრეატიული და სახალისო გზაა. იგი ხელს უწყობს ტრადიციული საკლასო გარემოს შეცვლას, ნებისმიერ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს ცოდნის შექმნაში.
Zoom link - https://us02web.zoom.us/j/5195396781
დანართიუკან |