სემინარები

სემინარი თემაზე: "მოლეკულურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ვაქცინები და მათი მოქმედების მექანიზმები". ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი რუსუდან ხუხუნაიშვილი. 25 მაისს 17:00 საათზე

ვაქციანაცია ბიოლოგიისა და მედიცინის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად არის მიჩნეული. ბოლო  ორი წლის მანძილძე ვაქცინაციის და იმუნიზაციის საკითხებმა განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ახალი კორონავირუსით გამოწვეული მსოფლიო პანდემიის გამო.

უკანასკნელ პერიოდში შეიქმნა ახალი, მოლეკულურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ვაქცინები, რომელებიც მოლეკულულურ ბიოლოგიის უახლესი სამეცნიერო მიღწევების პრაქტიკულ შედეგს წარმოადგენს.

სამეცნიერო სემინარი ახალი ვაქცინების შექმნის ტექნოლოგიებს და ცოცხალ ორგანიზმში მათი მოქმედების მექანიზმებს ეხება. ყურადღება გამახვილებულია საქართველოში არსებულ ვაქცინებზე, რომლებითაც მოსახლეობის მასიური აცრა წარმოებს. ასევე,  რა მიღწევებია კოვიდ სამკურნალო პრეპარატების შექმნის მიმართულებით, უჯრედის რომელ მოლეკულური მექანიზმებზე უნდა მოხდეს ზემოქმედება.

 სემინარში გამოყენებულია მონაცემები მეცნიერების უახლესი მიღწევებისა  და მათი პრაქტიკული გამოყენების შესახებ იმუნიზაციის პრაქტიკული განხორციელებისათვის.

ზუმის ლინკი: https://us02web.zoom.us/j/5713900633

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა