27 ნოემბერი 2018 წელი
სასწავლო კურსის „გეოგრაფიისა და ასტრონომიის ელემენტები“ ფარგლებში, ასისტენტ პროფესორ ცირა ქამადაძის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების სპეციალობის სტუდენტები აჭარის სახელმწიფო მუზეუმს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში მომავალი პედაგოგები გაეცნენ ძვ. წ. XII – IX საუკუნეებისა და VII - IV საუკუნეების უნიკალურ არქეოლოგიურ მასალებს, ბუნების იშვიათი ძეგლებსა (მათ შორის 25 მლნ. წლის გაქვავებული ხე), და XIX-XX სს-ის მიჯნის ეთნოგრაფიული, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს.