ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

უსაფრთხო ინტერნეტის დღე ბსუ-ში

სურათი

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტმა უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღნიშნა. კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის მხარდაჭერით ZOOM-ის პლატფორმაზე ჩატარდა ონლაინ ვებინარი აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისაა და მოწვეულის  სტუმრების მონაწილეობით. შეხვედრა გახსნა ფაკულტეტის დეკანმა ლელა თურმანიძემ, უსაფრთხო ინტერნეტზე და კიბერ უსაფრთხოების აქტუალობაზე ისაუბრეს პროფესორმა დავით დევაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა მიხეილ დონაძემ. პრეზენტაციები წარმოადგინეს კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტმა ელზა ჯინჭარაძემ და კომპიუტერული მეცნიერებების დამატებითი სპეციალობის სტუდენტმა თინათინ ბერიძემ.

ვებინარის ფარგლებში დისკუსია გაიმართა და მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინტერნეტში მუშაობის დროს გასათვალისწინებელი რჩევები. ვებინარის დასასრულს მონაწილეებს დაეგზავნათ კიბერუსაფრთხოების თემაზე მომზადებული  პრეზენტაციები და კვლევის შედეგები.

ღონისძიების მონაწილეებმა პატივი მიაგეს ISOC-საქართველოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და ერთ ერთი დამფუძნებლის, საქართველოში ბიბლიოთეკების ავტომატიზაციის  ინიციატორის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ხსოვნას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა