ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

საერთაშორისო კომპანია „აქსონის“ შეხვედრა ბსუ-ში

სურათი

საერთაშორისო კომპანია „აქსონის“ წარმომადგენლებმა ბსუ-ს რექტორის მოადგილესთან თამარ სირაძესთან, ზუსტ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან ლელა თურმანიძესთან და  სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს და თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს. ღონისძიებაზე ასევე განისაზღვრა საქმიანი ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები, სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები. დაიგეგმა ბსუ-ს სტუდენტებისთვის სპეციალური, ინოვაციური ხედვისა და უნარების განვითარების ხელშემწყობი ტრენინგ კურსების ჩატარება. კომპანიაში დასაქმებულმა ბსუ-ს სტუდენტებმა შეხვედრის მონაწილეებს საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება გაუზიარეს და განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

საერთაშორისო კომპანია „აქსონი“  ბსუ-სთან „ერაზმუს+“-ის პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს დაფინანსებული პროექტის „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით-HEIn4“  თანამშრომლობს. ბსუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავს პროგრამების მოდერნიზაციას და შემდგომ განვითარებას, კურიკულუმის გარე აქტივობებს, რომლებიც სტუდენტთა მოტივაციის ამაღლებაზე, დასაქმების მაჩვენებლის გაზრდასა და ინოვაციური უნარების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. პროექტის ხარისხის ჯგუფში მონაწილეობს ბსუ-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი კოვორგინგი, მისი დამფუძნებლის მაიკლ კაზარიანის სახით.

კომპანია „აქსონი“ 17 ქვეყანაში საქმიანობს და მისი გუნდი 130-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანია ცდილობს, კარგი იდეები აქციოს გაყიდვად პროდუქტად - ავითარებს პროგრამულ პაკეტებს სტარტაპებისა და გლობალური კომპანიებისთვის. საერთაშორისო ორგანიზაციამ უკვე დაასაქმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა