ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ პროექტ „iHubs4Schools-ის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

სურათი

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ პროექტის „ციფრული ინოვაციების დანერგვა  სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“  („iHubs4Schools - Accelerating Digital Innovation in Schools through Regional Innovation Hubs and a Whole-School Mentoring Model“) ფარგლებში  გაიმართა შეხვედრა აჭარის არ საჯარო სკოლის მასწავლებლებთან. შეხვედრის  ფარგლებში პროექტის მონაწილე ბსუ-ს პერსონალმა პედაგოგებს გააცნო პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები, წარუდგინა მასწავლებელთა ციფრული კომპეტენციების გაზომვის მიზნით ჩატარებული კვლევების შედეგები. შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა, სადაც  სკოლებთან თანამშრომლობის ფარგლებში სამომავლო აქტივობები დაიგეგმა. პროექტის შემდეგი პერიოდი ფოკუსირებული იქნება სასკოლო მენტორინგის მოდელების პილოტირებაზე, უკუკავშირის შედეგების ანალიზსა და საჭიროების შემთხვევაში მათ მოდიფიცირებაზე.

პროექტ iHubs4Schools-ის მიზანია,  დაეხმაროს და ხელი შუწყოს პროექტში ჩართული 5 ევროპული ქვეყნის სკოლებსა და მასწავლებლებს, როგორც  სკოლებში, ასევე სკოლებს შორის მენტორინგის სქემის დანერგვასა და გავრცელებაში რეგიონული ინოვაციური ჰაბების  საშუალებით.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას ციფრული ინოვაციების დანერგვის კუთხით.  მენტორინგის მოდელი გულისხმობს სკოლების უწყვეტ მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას შეფასების უახლესი მიდგომებისა და სწავლის ანალიტიკური სტრატეგიების გამოყენებით.

ბსუ, როგორც iHubs4Schools-ის პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებთან ერთად 2021-2023 წლებში განახორციელებს პროექტს და საჯარო სკოლებს შესთავაზებს  ციფრული ინოვაციების დანერგვის მექანიზმებს რეგიონული ინოვაციური ჰაბების შექმნით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა