ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ტრენინგი „როგორ შევცვალოთ ძალადობრივი გარემო სკოლაში“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბავშვის უფლებების ცენტრში  ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „როგორ შევცვალოთ ძალადობრივი გარემო სკოლაში“. ტრენერებმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო შეროზიამ და ასისტენტ პროფესორმა დალი დობორჯგინიძემ აჭარის შვიდი სკოლის (4 საჯარო და 3 კერძო სკოლა) 30 მოსწავლეს უსაფრთხო სკოლის აქტუალური საკითხები გააცნეს. ტრენინგის ფარგლებში, გაიმართა დისკუსია ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმების შესახებ, ასევე დაისვა კითხვები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: უსაფრთხო სკოლის პოლიტიკა საქართველოში; ძალადობა მოზარდებში-გამომწვევი მიზეზები, დაძლევის გზები; ბულინგი სკოლაში; ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლაში; ემოციური უსაფრთხოება; სკოლაში ძალადობის პრევენცია. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა