ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

სტუდენტთა და მოსწავლეთა მეცხრე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის ,,სკოლა-უნივერსიტეტი” ფარგლებში მეცხრე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. სესიაში სტუდენტებთან ერთად, ბათუმისა და სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება მიზნად ისახავდა  უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის ხელშეწყობას, მოსწავლეებსა და სტუდენტებში შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებასა და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას. კონფერენციის მუშაობა ექვსი სექციის მიმართულებით წარიმართა, სადაც 121 მონაწილის 81 მოხსენება იყო წარმოდგენილი.

კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა ლელა თურმანიძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნაცო ბერიძემ, პროფესორმა ლელა თავდგირიძემ, ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ დირექტორმა ნანა ჩარექიშვილმა და სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო შეროზიამ გახსნეს.

სტუდენტთა და მოსწავლეთა მეცხრე სამეცნიერო კონფერენცია ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

  კონფერენციის პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა