10 ოქტომბერი 2022 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ,,ჩვენ გვაქვს უფლება“. ტრენინგის მონაწილეებს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ბსუ-ს საპატიო დოქტორი ღასან ხალილი, ბსუ-ს რექტორის მოადგილე ანზორ ბერიძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკა ჩხარტიშვილი მიესალმნენ, ბავშვის უფლებათა ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სერტიფიკატები გადასცეს.
ტრენინგს უძღვებოდა ბსუ-ს ასისტენტ პროფესორი გიორგი ქათამაძე.
ბსუ-ს ბავშვის უფლებათა ცენტრი ეხმარება განათლების მომავალ სპეციალისტებს, მშობლებს და დაინტერესებულ საზოგადოებას ბავშვის უფლებების უკეთ გააზრებაში და მართავს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს - ტრენინგებს, საჯარო ლექციებს და დისკუსიებს და შეიმუშავებს სპეციალურ საგანმანათლებლო მასალებს ბავშვთა უფლებების შესახებ.