ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

UNICEF-ისა და ბსუ-ს მხარდაჭერით მახინჯაურის საჯარო სკოლაში ტრენინგ ცენტრი გაიხსნა

სურათი

UNICEF-ის წარმომადგენლმა საქართველოში, ღასან ხალილმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, ლელა თურმანიძემ მახინჯაურის საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლებისა და ბავშვთა უფლებების სასწავლო ცენტრი  გახსნეს. გაეროს ბავშვთა ფონდმა, ბსუ-ში მოქმედ ბავშვის უფლებათა ცენტრთან ერთად, დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლას ტექნიკური აღჭურვილობა და წიგნები გადასცა, რასაც ზოგადასაგამნანათლებლო დაწესებულება ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით გამოიყენებს.

ცენტრი ნორვეგია-საქართველო-UNICEF-ის პროექტის  ფარგლებში შეიქმნა. ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდი ახორციელებს პროექტს „უნივერსიტეტების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“, რომელშიც საქართველოს 8 სახელმწიფო უნივერსიტეტია ჩართული.  პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია რეგიონში კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო და სასწავლო ცენტრის შექმნა, რომელიც უმასპინძლებს სხვადასხვა ტრენინგს, ვორქშოფსა და სამუშაო შეხვედრას მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის. ასეთ ცენტრად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლა შეარჩია.

ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი და ბავშვთა უფლებების ცენტრი დაგეგმავს და ჩაატარებს ტრენინგებს მახინჯაურის საჯარო სკოლის საგანმანათლებლო ტრენინგ ცენტრში სხვადასხვა სკოლისთვის. ეს ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის, ასევე სკოლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს  ინკლუზიური  განათლების მიდგომების დანერგვასა და ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მიღწევას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა