30 სექტემბერი 2022 წელი
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორცილებს პროექტს „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის ინკლუზიური განათლების, წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების მიმართულების სამმა აკადემიურმა პირმა (პროფესორი ლელა თავდგირიძე, ასოცირებული პროფესორი ქეთევან შოთაძე და პროფესორი ლელა თურმანიძე) გაიარა ტრენინგები მოდულებში: სწავლების უნივერსალურ დიზაინი, ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენა, დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმი (ადაპტირებული კურიკულუმი), კურიკულუმის დანერგვის სტრატეგიები, უსაფრთხო სასკოლო გარემო, პოზიტიური მშობლობა და CK12 . შემდგომ ეტაპზე იგეგმება ბსუ-ს აკადემიური პირების მიერ აჭარის რეგიონის მასწავლებლებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება.