ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ში შეხვედრა გაიმართა თემაზე: „უნივერსიტეტი სკოლამდელი განათლების გამოწვევების კვალდაკვალ’’

სურათი

ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის წარმომადგენლებმა სკოლამდელი განათლების გამოწვევების თემაზე, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რეგიონის საბავშვო ბაღების პედაგოგებთან, მენეჯერებთან და ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრა მიზნად ისახვდა უნივერსიტეტის მიერ იუნისეფისა და  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით სკოლამდელი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტების შედეგების გაცნობას და სკოლამდელი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაციას.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ და ხარისხიანი  სკოლამდელი განათლების აქტუალობაზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ანზორ ბერიძემ და აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლების დეპარტამენტის  უფროსმა ნაზიბროლა ბერიძემ.

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ლელა თურმანიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF საქართველოს მიერ დაფინანსებული  პროექტის ,,უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“ ფარგლებში განხორციელებული  აქტივობების (ტრენინგები ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისა და მენეჯერებისთვის,  სპეციალიზებული კვლევები სკოლამდელი განათლების მიმართულებით, სახელმძღვანელოებითა და სასწავლო რესურსებით უზრუნველყოფა) შედეგები, ისაუბრა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს, იუნისეფისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მჭიდრო თანამშრომლობით ჩატარებული და დაგეგმილი კონფერენციების მნიშვნელობაზე, აგრეთვე შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა პროფესორმა ნატო შეროზიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ბსუ-ს მიერ მომზადებული სკოლამდელი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, ხაზი გაუსვა პროგრამის მომზადებაში UNICEF საქართველოსა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერას.

პროფესორმა ლელა თავდგირიძემ წარმოადგინა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ნათარგმნი წიგნის “ადრეული განათლება: ისტორია, ფილოსოფია, გამოცდილება“ პრეზენტაცია.  ბაღების პედაგოგებმა და სტუდენტებმა ისაუბრეს წარმოდგენილი წიგნის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს, UNICEF საქართველოს მიერ დაფინანსებული  პროექტის "უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად" ფარგლებში გადამზადებულ ბაღების  72 მასწავლებელსა და მენეჯერს სერტიფიკატები  გადაეცა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა