ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ემერიტუს-პროფესორმა გული შერვაშიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ლალი ანთიძემ საჯარო ლექცია წაიკითხეს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორმა გული შერვაშიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ლალი ანთიძემ  სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია თემაზე: „კანტის კატეგორიული იმპერატივი“. მომხსენებლებმა განიხილეს კანტის ეთიკური შეხედულებები და აღნიშნეს, რომ კანტის თეორიის მიხედვით მორალურ წესს გამონაკლისი არ აქვს - ყველა უნდა იყოს ზნეობრივი, მართალი და პატიოსანი მიუხედავად ხელისშემშლელი გარემოებებისა.  კანტი არ აღიარებს გამონაკლის შემთხვევებს და პინაზე არსებული სიკეთეების პროპორციას, მისი აზრით ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი კატეგორიულ იმპერატივს დაარღვევს, მაშინ მას სრულად ეკისრება პასუხისმგებლობა არამარტო იმპერატივის დარღვევით ჩადენილ ქმედებაზე, არამედ შედეგზეც. ლექციის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა კანტის ეთიკურ შეხედულებებზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა