3 აპრილი 2023 წელი
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, პარი-საკლეს უნივერსიტეტი (Université Paris-Saclay), ირენ ჟოლიო-კიურის ფიზიკის ლაბორატორია - IJCLab, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებენ კონკურსს ფიზიკაში ქართველი კანდიდატებისთვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საშუალო სკოლის მოსწავლეებს, ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. შერჩეული კანდიდატები საკუთარ ნამუშევრებს წარადგენენ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება 2023 წლის 2 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.
კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატებმა უნდა აირჩიონ შემდეგი მიმართულებიდან ერთ-ერთი:
-
ბირთვული ფიზიკა
-
ნეიტრინოს ფიზიკა
-
ნაწილაკების ფიზიკა
-
სამედიცინო ფიზიკა
-
ამაჩქარებლები და დეტექტორები
-
ზოგადი ფიზიკა (საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ პროექტი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა, 2023 წლის 19 აპრილამდე შემდეგ მისამართზე: catherine.bourge@ijclab.in2p3.fr.
კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი 3 საუკეთესო პროექტის ავტორი, 2023 წლის ივნისში სრული დაფინანსებით გაემგზავრება საფრანგეთში. გამარჯვებულ კანდიდატებს საშუალება ექნებათ მოინახულონ პარი-საკლეს უნივერსიტეტი, ირენ ჟოლიო - კიურის ფიზიკის ლაბორატორია - IJCLab და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN, ჟენევაში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ვებგვერდზე:
https://institutfrancais.ge/ka/about-us/events/konkursi-fizikashi/