ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

CLIMAN პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრა

სურათი

29-30 მაისს, ნიდერლანდების ბიზნეს აკადემიაში ჩატარდა „Erasmus+“  პროგრამის პროექტის - „საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მართვისა და ინდუსტრიული კომპონენტების ერთობლიობა კლიმატის მართვისა და კლიმატის ცვლილების პრევენციისთვის” (CLIMAN)  მმართველი კომიტეტის შეხვედრა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტიდან მმართველი კომიტეტის შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის მენეჯერი და მკვლევარი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა თურმანიძე და პროექტის ადმინისტრაციული პერსონალი და მკვლევარი, ასოცირებული პროფესორი ნანა მაზმიშვილი.

პარტნიორი დაწესებულებების წარმომადგენლებმა შეაჯამეს  პროექტში შესრულებული აქტივობები,  განიხილეს გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა