29 მაისი 2023 წელი
„Erasmus+“ -ის პროგრამის პროექტის - „საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მართვისა და ინდუსტრიული კომპონენტების ერთობლიობა კლიმატის მართვისა და კლიმატის ცვლილების პრევენციისთვის” (CLIMAN) კოორდინატორმა დაწესებულებამ, ნიდერლანდების ბიზნესის აკადემიამ მოკლევადიან სასწავლო ტურს უმასპინძლა.
5- დღიანი სასწავლო ვიზიტი: „კლიმატის რეგულაციების ბიზნეს ასპექტები ევროკავშირში“ ითვალისწინებდა ინტენსიურ ტრენინგებს სწავლების იტერაქტიულ მეთოდებში, კლიმატის მართვის რეგულაციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის საკითხებში, ბიზნესის სექტორისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის ასპექტებში.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მკვლევართა ჯგუფი: ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა თურმანიძე, ტექნოლოგიური ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები დარეჯან ჯაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნანა მაზმიშვილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ცირა ქამადაძე. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გაზიარებული იქნა ნიდერლანდების საგანმანათლებლო დაწესებულების გამოცდილება კლიმატის მართვის ლაბორატორიის ეფექტურ მუშაობაში.